რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩორნომორსკში, საზღვაო დერეფნით, ოდესის ერთ-ერთი დიდი პორტი პირველმა საკონტეინერო გემმა გაიარა. 4 აპრილს გემი კონსტანცაში გაემგზავრა.
პირველი საკონტეინერო გემი (T Mare), რომელმაც უკრაინის დერეფანი გაიარა, პანამის დროშის ქვეშ მოძრაობდა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს არა სრულფასოვანი სპეციალიზე ბული ხომალდი, არამედ, მკვებავი გემია, რომელიც ახორციელებს ჩარტერულ რეისებს კონსტანცასა და ოდესის უდიდეს პორტებს შორის (ჩორნომორსკი, პივდენი და ოდესა - რედ.).
საკონტეინერო ტრანსპორტი ადრე ოდესის ოლქის დუნაის პორტებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ დღეიდან მისი არეალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტში გაირკვა, რომ უკრაინის საზღვაო დერეფნის გასწვრივ, პირველი საკონტეინერო გადაზიდვა, შეიძლება, ორ-სამ კვირაში განხორციელებულიყო.