პატრიარქი: სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში

სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მორწმუნეებს ხარების დღესასწაული მიულოცა.


"გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით "გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ "გიხაროდენ,“ - ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი,” - ამბობს ილია მეორე.