„ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელში, თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება. 

ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. რეგულარული ფრენები ისრაელის მიმართულებით, 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შეწყდა.