დანიის მთავრობამ უკრაინას ენერგოსისტემისთვის 40 მილიონი დანიური კრონი (დაახლოებით 5,8 მილიონი ევრო) გამოუყო. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ.
უწყება აღნიშნავს, რომ 40 მილიონი დანიური კრონის გამოყოფით დანია ხელს უწყობს ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას და, შესაბამისად, წყლისა და სითბოს ხელმისაწვდომობას მოსახლეობისთვის მომავალ ზამთარში.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთმა გაზარდა მიზანმიმართული თავდასხმები და ჩვენ ვნახეთ ის ზიანი, რაც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მიადგა. დანია გამოყოფს 40 მილიონს და ეს არის წვლილი აუცილებელ აღდგენაში, რათა უკრაინამ შეინარჩუნოს ენერგომომარაგება," - აღნიშნავს დანიური მხარე.