ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზე სრულად დაბნელდა. როგორც СNN წერს, მზის დაბნელება მალე ხილვადი იქნება აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ მდებარე ზოგიერთ ქალაქში.
NASA-ს ცნობით, ეს მოვლენა იშვიათია, რადგან ის მოიცავს რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, სადაც 31,5 მილიონ ადამიანს შეეძლო მზის სრული დაბნელების ნახვა.
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა. მზის დისკო მთვარემ 4 წუთისა და 48 წამის განმავლობაში სრულად გადაფარა.
მსგავსი მოვლენა კონტინენტზე 2044 წლამდე აღარ განმეორდება. დაბნელებას მზის, მთვარისა და დედამიწის კოსმოსური განლაგება იწვევს.