კანადა Aukus-ის ალიანსის მეორე ფაზაში გაწევრიანებას განიხილავს. კანადის პრემიერი ჯასტი ტრუდო ამბობს, რომ კანადა განიხილავს, საჭიროა თუ არა ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების შეძენა, რათა უკეთესად უზრუნველყოს კანადური სუვერენიტეტის დაცვა არქტიკაში. მანამდე ფედერალურმა მთავრობამ გამოაქვეყნა თავისი თავდაცვის პოლიტიკის მიმოხილვა, რომელიც ორიენტირებულია ჩრდილოეთით კანადური სუვერენიტეტის უკეთ დაცვაზე.
გეგმა, რომელშიც შედის ახალი წყალქვეშა ნავები, შორი დიაპაზონის რაკეტები და ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები, 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯებს 1,76 პროცენტამდე გაზრდის. ამასთან, კანადის შეიარაღებული ძალები ახალ კიბერ სარდლობას ქმნის.
შეგახსენებთ, ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში AUKUS კავშირის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 სექტემბერს განაცხადეს.
2021 წელს, ალიანსი ორიენტირებული იყო ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავების განვითარებაზე.