უკრაინა პირველად აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსეთის საბრძოლო გემი დააზიანა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დააზიანა რუსეთის საბრძოლო გემი, რომელიც კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში იყო განთავსებული.

სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ ხანძარმა, რომელიც სარაკეტო გემს, "სერპუხოვს" გაუჩნდა, მთლიანად დააზიანა ხომალდის საკომუნიკაციო და ავტომატიზაციის შესაძლებლობები.


უკრაინული გამოცემები Kyiv Post-ი და Kyiv Independent-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თავდასხმის უკან უკრაინის სამხედრო დაზვერვა იდგა. რუსეთის სახელმწიფო მედია ამ თემაზე არაფერს აცხადებს.


ეს უკრაინის პირველი თავდასხმაა რუსეთის ხომალდზე ბალტიის ზღვაზე, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევის ძალების სამიზნე რუსეთის საბრძოლო გემები შავ ზღვაში რამდენჯერმე გახდა.

ცნობისათვის, კალინინგრადის ოლქი რუსეთის ანკლავია, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება.