ბულგარეთს დროებითი მთავრობა ჰყავს

ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევის განკარგულებით, ქვეყნის ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრად პოლიტიკოსი დიმიტარ გლავჩევი დაინიშნა. 

მან ერთგულების ფიცი ქცევის პარლამენტის წინაშე უკვე დადო. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 9 ივნისისთვის დანიშნა. 2021 წლის შემდეგ ეს არის ქვეყანაში მეექვსე ვადამდელი არჩევნები, რასაც საპარლამენტო ძალების მიერ მთავრობის ფორმირების შესახებ დაუსრულებელი უთანხმოება იწვევს.

8 მარტს, პოპულისტური პარტიის - „არის ასეთი ხალხის“ - უარი, გამოეყენებინა მინიჭებული მანდატი და მოეხდინა მთავრობის ფორმირება, „კრიზისის“ მიზეზი გახდა.


მანამდე მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია "გერბმა" („მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“) და მისმა ყოფილმა პარტნიორმა „დემოკრატიულმა ბულგარეთმა“ განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ მთავრობის ფორმირება.


წინა არჩევნები ქვეყანაში გასული წლის აპრილში გაიმართა, მანამდე კი, სტაბილური კოალიციის არარსებობის პირობებში, ბულგარეთს პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ დანიშნული დროებითი მთავრობა მართავდა. 6 აპრილს დანიშნული ტექნიკური მთავრობის მეთაური დიმიტარ გლავჩევი კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. მან დროებით მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად ბულგარეთის პარლამენტს უნდა წარუდგინოს.