ვილნიუსში დააკავეს რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი. პორტალ Delfi-ის ცნობით, საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ორჯერ სცადეს.
გამოცემის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ეჭვმიტანილი „უკვე იმყოფებოდა პოლიციის ყურადღების ცენტრში“. სხვა დეტალები არ ვრცელდება.
სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ ქონების დაზიანების ფაქტზე საზოგადოებისთვის სახიფათო გზით. ეჭვმიტანილს ჯარიმა, თავისუფლების შეზღუდვა, დაპატიმრება ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
7 და 8 აპრილს უცნობმა პირმა საელჩოს შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რამაც კედელი დააზიანა.