აშშ-მ ჩამორთმეული ირანული საბრძოლო მასალები უკრაინაში გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ირანიდან იემენში თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეებისთვის გადაცემის დროს არის ჩამორთმეული, განაცხადეს აშშ-ის სამხედროებმა 9 აპრილს.


კერძოდ, საბრძოლო მასალა 2021 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩამოართვეს გემებს, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით ჰუსიტ მეამბოხეებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან გადაჰქონდათ. 


უკრაინა განიცდის საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან დეფიციტს. კონგრესში რესპუბლიკელი კანონმდებლები ახმარებას ბლოკავენ.

„ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში. აშშ მოწოდებულია, იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანის ლეტალური დახმარების ნაკადს რეგიონში ყველა კანონიერი საშუალებით, მათ შორის, აშშ-სა და გაეროს სანქციებითა და აკრძალვებით. ირანის მხარდაჭერა შეიარაღებული ჯგუფებისთვის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებას, ჩვენს ძალებს, დიპლომატიურ პერსონალს და რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს," - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აშშ-მ ირანისთვის ჩამორთმეული 1.1 მილიონი ტყვია უკრაინას გასულ წელსაც გაუგზავნა.