აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინი ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს.
„ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. მე არ ვეთანხმები მის მიდგომას,"- განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში. მისი თქმით, ღაზის სექტორს უნდა ჰქონდეს "სრული წვდომა ყველა საკვებსა და წამალზე" მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში.
„ვფიქრობ, აღმაშფოთებელია, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა,“ - აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ Univision-თან ინტერვიუში. ის საუბრობდა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.
აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და რომ ჰუმანიტარული დახმარების არ გაგზავნას გამართლება არ აქვს.
„რასაც მე მოვუწოდებ არის ის, რომ ისრაელელებმა უბრალოდ მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, დაუშვან მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში შესული საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა. ვისაუბრე ყველასთან, საუდელებიდან დაწყებული იორდანიელებით და ეგვიპტელებით დამთავრებული. ისინი მზად არიან, შეიტანონ საკვები პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების სამედიცინო და საკვები საჭიროებებით არ დაკმაყოფილებას გამართლება არ აქვს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.