აშშ და ბრიტანეთი გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთში იარაღის შეტანა თავიდან აიცილონ

აშს-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგას უმასპინძლა. მათ სხვა საკითებთან ერთად უკრაინის დახმარების აუცილებლობა განიხილეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელების აუცილებლობა რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში. გაერთიანებული სამეფო ამ ძალისხმევაში პირველივე დღიდან შესანიშნავი ლიდერია. მან რუსეთს სანქციები და ექსპორტზე კონტროლი დაუწესა. დიდი ბრიტანეთი აფერხებს რუსეთის უნარს, განაგრძოს ომის დაფინანსება, გაზარდოს ინვესტიციები თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში.“


„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინისთვის დახმარების მიღების აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს დამატებით საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვას, არტილერიას. ჩვენ ორივემ, გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ იმ გადაუდებელი დახმარების შესახებ, რაც კიევს სჭირდება. ორივე ქვეყანა ზეწოლას ახდენს საკუთარ თავზე და აიძულებს სხვებსაც ამის გაკეთებას.


„ვისაუბრეთ ძალისხმევის გაძლიერების გზებზე, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთში იარაღისა და მასალის შეტანა უკრაინაში გამოსაყენებლად. და ეს არის მუდმივი გამოწვევა და ჩვენ ვხედავთ იარაღს, ჩვენ ასევე ვხედავთ ტექნოლოგიებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთში თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან, ჩინეთიდან.

ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების სფერო არამხოლოდ შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოსთვის, არამედ, ჩვენი მრავალი მოკავშირისა და პარტნიორისთვის მთელ ევროპაში,“ - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.