ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია თვითმფრინავი, რომლითაც 400 კგ-მდე კოკაინი გადაჰქონდათ

ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ, საჰაერო ძალების მხარდაჭერით დააკავა თვითმფრინავი, რომლითაც დაახლოებით 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი გადაჰქონდათ. პოლიციის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენის თანხლებით, პარაგვაიდან სან-პაულოში მიემართებოდა. 

პილოტი იძულებული გახდა, თვითმფრინავი დაესვა. ბრაზილიის საჰაერო ძალების ცნობით, პილოტი ნარკოტიკევით ვაჭრობისთვის დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.