აშშ-ში უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგოდ რუსული პროპაგანდის მუშაობაზე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა კომენტარი გააკეთ.
კითხვას რუსეთის პროპაგანდის გავლენის რისკის შესახებ რესპუბლიკელებზე, რომლებიც ბლოკავენ უკრაინის დახმარებას წარმომადგენელთა პალატაში, მან განაცხადა:
„ნუ მოუსმენთ პუტინის ტყუილს უკრაინაზე. ეს არის თავისუფალი დემოკრატია, რომელსაც სურს, იყოს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა, უნდა იყოს ჩვენი მოკავშირე და ჩვენი მეგობარი და ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, რადგან მსოფლიო გვიყურებს,“ - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ქემერონმა ასევე მოუწოდა აშშ-ს კონგრესს, უკრაინის დახმარება განიხილოს, როგორც „ინვესტიცია ამერიკის უსაფრთხოებაში“.
„თქვენ მიერ დახარჯულის 90 პროცენტი მოხმარდება სამუშაო ადგილების შექმნას აქ, ამერიკაში, და თქვენ შეგიძლიათ, გადამწყვეტი წვლილი შეიტანოთ უკრაინის ფეხზე დაყენებასა და პუტინის გამარჯვების თავიდან აცილებაში,” - აღნიშნა ქემერონმა.
ორშაბათს რესპუბლიკელების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპთან შეხვედრის კომენტირებისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დისკუსიებს კარგი უწოდა, თუმცა დეტალეზე არ ისაუბრა.
„ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი (აშშ), არავის სურს, რომ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინი გაიმარჯვებს და უკრაინა წააგებს და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას,“ განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.