უკრაინაში მიმდინარე ომი და NATO-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა,“ ეს ის საკითხებია, რომლებიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განიხილეს. შესაბამისი ინფორმაცია ტრამპის კამპანიამ გაავრცელა.
ტრამპის კამპანიის ინფორმაციით, მარ-ა-ლაგოში ვახშმის დროს, მათ „შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მოახლოებულ არჩევნებზე და NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება და უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება განიხილეს.“
ვაშინგტონში ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქემერონმა განაცხადა, რომ ვახშამი შეესაბამებოდა ბრიტანეთის მთავრობის მინისტრების წარსულ პრეცედენტს, როცა ვიზიტით ჩამოსული მაღალჩინოსნები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც მართავენ შეხვედრებს. მან უარი თქვა ტრამთან საუბრის დეტალების გამჟღავნებაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თემები განიხილეს.
ბრიტანეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ქემერონი არ შეხვდება რესპუბლიკელ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დროის გამონახვის სირთულის გამო.