Lufthansa-მ ესკალაციის მაღალი საფრთხის გამო, ირანთან ფრენები შეაჩერა

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის მაღალი რისკის გამო, ირანის დედაქალაქ თეირანში ფრენებს აჩერებს.

Lufthansa-მ განაცხადა ოთხშაბათს, რომ შეაჩერებს ფრენებს თეირანის მიმართულებით, სულ მცირე, 10-11 აპრილამდე, რეგიონში ესკალაციის მნიშვნელოვანი რისკის გათვალისწინებით, მას შემდეგ, რაც დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.


Lufthansa და მისი შვილობილი Austrian Airlines-ი ერთადერთი დასავლური ავიაკომპანიაა, რომელიც თეირანის მიმართულებით საერთაშორისო ფრენებს ახორციელებს. ფრენების უმეტესობას კომპანიები თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ასრულებენ.