ირანის საფრთხის ფონზე, აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელზე ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.


Bloomberg-ის ინფორმაციით, სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს ანიჭებს, ირანი ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყამს.

გასულ კვირას მსგავსი ინფორმაცია The New York Times-მა ასევე გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისრაელის წინააღმდეგ ირანის საპასუხო იერიში გარდაუვალია.