უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ყოველწლიურად, ლატვია უკრაინას მშპ-ის 0,25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

„ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ლატვიის მადლობელი ვარ. ეს ზუსტად ის არის, რასაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლა მოითხოვს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლატვია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას კიბერთავდაცვისა და უპილოტო საფრენი ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარება და ასევე, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს.


უკრაინას უკვე აქვს დადებული ცხრა ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება: დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიათან, კანადასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ფინეთთან და ლატვიასთან. ეს დოკუმენტი 2023 წლის 12 ივლისით დათარიღებული მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის განხორციელებისთვის არის ხელმოწერილი. საერთო ჯამში მას 32 სახელმწიფო შეუერთდა.