სომხეთისა და საქართველოს მთავრობებმა მიაღწიეს შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოების განახლების შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა.
„ამჟამად ორივე ქვეყანამ გადახედა სადემარკაციო კომისიების შემადგენლობას, მაგრამ შეხვედრა ჯერ არ შედგა. ორივე მხარე ასრულებს გარკვეულ "საშინაო დავალებას". ვიმედოვნებთ, რომ პირველი შეხვედრა არ გადაიდება,“ - განაცხადა კოსტანიანმა.
ამ პროცესის ფარგლებში სომხეთიდან საქართველოსთვის ტერიტორიის შესაძლო გადაცემის შესახებ კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოხდება საზღვრის დელიმიტაცია, რომლის რომლის მიზანია 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის საფუძველზე ყველა მეზობლთან საზღვრის აღდგენა.
-
მედია: სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოს დაუბრუნებს
-
ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა