საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამოითხოვენ და შეისწავლიან ლაზარე გრიგორიადისის საქმეს.
„უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ, შევისწავლით და დამატებით ჩვენს აზრს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ვაცნობებთ," - განუცხადა ლევან იოსელიანმა მედიას ლაგოდეხში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღეს, 12 აპრილს, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლემ გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.