ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მილიარდი ევრო გამოყო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრისას მიიღო დადასტურება, რომ ნიდერლანდებმა კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის და 400 მილიონი ევრო რეკონსტრუქციისთვის.

ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თანხები გამოიყო უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გარდა.


„პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ ახლახან განაცხადა სატელეფონო საუბარში, რომ ნიდერლანდებმა კიდევ ერთი მილიარდი ევრო გამოყო უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის და 400 მილიონი რეკონსტრუქციისთვის... გმადლობთ, მარკ, მადლობა ჰოლანდიელ ხალხს! წერს ზელენსკი. მხარეებმა საუბრისას განიხილეს პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობა არტილერიის, საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჭურვების მიწოდების დაჩქარების მიზნით. 

თებერვლის ბოლოსთვის, ნიდერლანდებმა უკრაინის დახმარებაზე ჯამში 2,8 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.