ევროკავშირის სამედიცინო უწყების მაღალჩინოსანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსული ვაქცინის ნაადრევი დამტკიცებისგან თავი შეიკავონ

ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნული დამტკიცებისგან, მანამ სანამ სააგენტო არ განიხილავს მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, რომლების გადახედვაც შეგვიძლია. ჩვენ ასევე ამჟამად არ გვაქვს მონაცემები ... ვაქცინირებული ადამიანების შესახებ.

Sputnik V შეგვიძლია ბაზარზე გვქონდეს მაშინ, როდესაც შესაბამისი მონაცემები განიხილება.

მონაცემები მოგვდის რუსი მწარმოებლებისგან და, რა თქმა უნდა, მოხდება მათი შესწავლა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად. როდესაც ყვალაფერი იქნება დადასტურებული, მაშინ პრეპარატის დაშვებული გახდება ევროკაცშირში“, - განცხადა EMA-ამ მართვის საბჭოს თავმჯდომარემ კრისტა ვირტჰამერ-გოშმა.

ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნული დამტკიცებისგან