ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ, ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონული უსაფრთხოებას,“ – წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ მკაცრად დაგმო ისრაელზე ირანის თავდასხმა და აღნიშნა საფრანგეთის სოლიდარობა და “ერთგულება ისრაელის თავდაცვისადმი.”