უცხოელი დიპლომატების ღია წერილი: ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ნიკა მელიას გათავისუფლებით

საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ ღია წერილს აქვეყნებენ.

ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით.

როგორც წერილშია აღნიშნული, ხელმომწერები დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებულები იყვნენ ქართველი ხალხის გამძლეობით და აფასებდნენ საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.

ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით, ამასთან ისინი არ მოერიდებიან კონსტრუქციულ კრიტიკას, როცა ამის აუცილებლობა იქნება.

მათი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერიში მიეტანა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ოფისზე და დაეკაებინა მისი ლიდერი. მისი პატიმრბა შეუძლებელს გახდის გასული წლის არჩევნებზე მიმდინარე ჩიხის მოგვარებას, რამაც გამოიწვია პარლამენტის ბოიკოტი. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. ეს მოვლენები არა მხლოდი ხელს უშლის და აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, გლობალური პანდემიის პირობებში ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას, არამედ აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას, როგორც სტაბილური პარტნიორი რეგიონში. ამ მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი ისინი, ვინ საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილია", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ხელმომწერები აღნიშნავენ, მათ ესმით, რომ, საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიის მშენებლობა, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას. არჩეულმა მთავრობებმა უნდა შეასრულონ ამომრჩევთა მისწრაფებები.

მათი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს უფლება აქვთ განიხილონ თავიანთი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევებზე. ისინი ოპიზიციას მოუწოდებენ გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური შუამავლების მიერ მიწოდებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან, კეთილსინდისიერად მოსალაპარაკებლად, რაც მოემსახურება საქართველოს დემოკრატიის გაძლირებას.

წინა წლებში საქარველომ გაუძლო დემოკრატიის ტესტეს, საქართველოს მეგობრები მოელიან, რომ ამჯერადაც საქართველოს ხელისუფლება გადადგემას შესაბამის ნაბიჯებს.

„ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას მიაღწიოს კომპრომისს. ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ბოლოდროინდელი მოვლენები სიტუაციას უფრო აქტუალურს ხდის. დადებითი ნაბიჯების გადაუდგმელობამ, შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის დაყენება გამოიწვისო ვინც ამ განგრძობად კრიზისზე აგებს პასუხს. დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს“- წერენ ხელმომწერეები.

მათი განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო აქტივი იყო მისდამი კეთილგანწყობა. რაც რთულად მოიპოვა, მაგრამ გლობალური პანდემიით განპირობებული დესტრუქციული შედეგების პირობებში ამ კეთილგანწყობის დაკარგვის უკან დაბრუნება იქნება რთული.

„ჩვენ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“,- წერენ საქართველოს მეგობრები და გამოხატავენ მზადყოფნას სიტუაციის მოგვარებაში შეიტანონ თავიანთ წვლილი.

წერილს ხელს აწერენ:

იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი

მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი

ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი

სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო

უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი

პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში

ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში

გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი

გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი

ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშ

იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში

მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი

თომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia

რენდი შეუნემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი

კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი

კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.