პრეზიდენტი ხელისუფლების ქმედებას „დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად“ აფასებს

პრეზიდენტი "დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიას" უწოდებს ე.წ. „უცხოური აგენტების კანონის" მიღების მცდელობას პროტესტის ფონზე.

„ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,“ - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას.


ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით.