რა გზავნილი აქვს აშშ-ის პროტესტის მონაწილეთა მიმართ. ამ და წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებული შეკითხვებით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
„რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს," - აღნიშნა მილერმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შტატები შეშფოთებულია ინიცირებული კანონპროექტით და ხაზი გაუსვა, რომ ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია. მილერს კიდევ ერთხელ ჰკითხეს პოტენციურ სანქციებზე, თუმცა მან კვლავ განმარტა, რომ ამერიკა წინასწარ არ განიხილავს ამ საკითხს და რაიმე შესაძლო შედეგებზე ვერ ისაუბრებს. აღსანიშნავია, მილერმა გაიხსენა, რომ ადრეც გავხდით ამ კანონპროექტის წარდგენის მოწმენი და ის მაშინ კანონად არ ქცეულა.
- „როდესაც ეს კანონპროექტი წარდგენილი იყო, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არ მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო. რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომლებიც შეიძლება, შემოვიღოთ,” - განაცხადა მილერმა.
აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეხუთე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა.