პრეზიდეტმა მიშელს და მაკრონს სთხოვა, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს. ინფორმაციას რიგ ქართულ მედიასაშუალებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უდასტურებს.


კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. დღესვე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედება „დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა.“