დანია უკრაინას $313 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის

დანიის თავდაცვის სამინისტრომ 16 აპრილს, უკრაინისთვის 313 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ეს დანიის მიერ სამხედრო დახმარების მე-17 მიწოდებაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

კოპენჰაგენმა უკრაინას მარტში 336 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი მიაწოდა. უახლესი დახმარების პაკეტიდან თანხები დაიხარჯება უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე თვითმფრინავებზე და რაკეტების ნაწილების წარმოებაზე ნიდერლანდებთან და ჩეხეთთან თანამშრომლობით.

„თანხის ნაწილი, 200 მილიონი კრონა (28,4 მილიონი აშშ დოლარი), პირდაპირ მოხმარდება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებას იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად და გადაცემისთვის, ნათქვამია განცხადებაში. 


დანიამ, კიევის ერთ-ერთმა მთავარმა მხარდამჭერმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ახლახან გადაწყვიტა, გამოყოს 5,8 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც გახდა რუსული ფართომასშტაბიანი თავდასხმების სამიზნე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) მონაცემებით, რომელიც აკონტროლებს უკრაინის საერთაშორისო დახმარებას, დანია არის მეოთხე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი კიევისთვის. დანია არის მეორე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი მშპ-ს პროცენტული (მშპ-ს 2,3%-ით) მაჩვენებლით.