„რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არჩევნების გზით უნდა მოიპოვოს.
„ეს უნდა გახდეს სტრატეგია და უნდა იყოს მიმართული მომავალ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში გადატრიალებები, რადიკალური გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ. არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.