გერმანული კომპანია უკრაინას IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ სისტემას მიაწვდის

IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება, - ამის შესახებ იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანია Diehl Defense-ის ხელმძღვანელმა ჰელმუტ რაუხმა განაცხადა.


„ჩვენი სამი სისტემა უკვე უკრაინაშია და კიდევ უფრო მეტის მიწოდება მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება. შემდეგი სულ რამდენი კვირაში იქნება,“ - განაცხადა ჰელმუტ რაუხმა.

ჰელმუტ რაუხი დღეს კიევში გერმანიის ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკთან ერთად ჩავიდა.