ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობას შეისწავლის

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.

გარდა ამისა, „საშუალოვადიან პერსპექტივაში განიხილება ქალაქ ატირაუდან კურიკამდე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობა (ყაზახეთის პორტი კასპიის ზღვის სანაპიროზე). ასევე შესაძლებელია ტრანსკასპიური საზღვაო ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა 7 მილიონ ტონამდე, რაც შეესაბამება აქტაუს პორტის არსებულ სიმძლავრეებს.“

ყაზახეთი ახლა ნავთობის ექსპორტს კასპიის ზღვაზე ტანკერების გამოყენებით ახორციელებს.

ენერგეტიკის სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ყაზახეთი მოპოვებული ნედლეულის დაახლოებით 80% ექსპორტზე გააქვს. ტრადიციულად, ყაზახური ნავთობი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე, თურქეთში, აშშ-სა და აზიის ქვეყნებში გადის.


ყაზახური მხარე აწარმოებს კონსულტაციებს ევროკავშირის, შეერთებული შტატების (OFAC) და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან, რათა შეიმუშაონ შესაბამისი გამონაკლისები ევროკავშირის/გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის ფარგლებში (CPC) კასპიის მილსადენისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების შესახებ, რათა უზრუნველყოს მისი სტაბილური და საიმედო ოპერირება.“