ყაზახეთმა საავიაციო საწვავის იმპორტი აკრძალა

ყაზახეთს შიდა ბაზარზე არსებული საწვავის ჭარბი რაოდენობის გამო, საავიაციო საწვავის იმპორტის აკრძალვა მოუწია. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში წერია. სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში საავიაციო საწვავის დაგროვილმა და უწყვეტად შევსებულმა მარაგმა 105 000-120 000 ტონა შეადგინა.


„იანვარ-მარტისთვის საავიაციო საწვავის მთლიანი იმპორტი დაახლოებით 70 000 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, ნავთობის საცავების საავიაციო საწვავით გადატვირთვის მიზეზი წარმოებული ყაზახური საწვავის გარდა საწვავის იმპორტია,“ - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში. საავიაციო საწვავის იმპორტის კონვენციური აკრძალვა 2024 წლის 24 მარტიდან 24 აპრილამდე ამოქმედდა. ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, გაგრძელდება თუ არა ეს აკრძალვა.