უკრაინამ პირველად გაანადგურა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3 - ბრიტანული დაზვერვის ანალიზი

უკრაინამ პირველად გაანადგურა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3. ბრიტანეთის დაზვერვამ უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაცია გააანალიზა. რუსული თვითმფრინავი S-200-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით განადგურდა. ეს იყო უკრაინის კიდევ ერთი წარმატებული თავდასხმა რუსეთის საჰაერო ძალების წინააღმდეგ.


„ეს სისტემა, სავარაუდოდ, იგივე სისტემა იყო, რომელიც გამოიყენებოდა რუსული A-50 MAINSTAY-ის ჩამოგდებისას 2024 წლის 23 თებერვალს,“ აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვამ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული ბომბდამშენი გაანადგურა.



„უკრაინის სამხედრო დაზვერვის (GUR) ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამ ოპერაციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. უკრაინის სამხედროები ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ სამიზნის გამოჩენას საჭირო ადგილას, განმარტა GUR-ის ხელმძღვანელმა. ბუდანოვს დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ თვითმფრინავი 308 კილომეტრის დაშორებაზე ჩამოაგდეს. მის გასანადგურებლად გამოიყენეს ის მეთოდები და საშუალებები, რომლებიც მანამდე, თვითმფრინავ A-50-ის ჰაერში გასანადგურებლად დასჭირდათ.


„ახლა რუსეთი იძულებული გახდება, ახალი გამშვები საზღვრები გამოძებნოს რაკეტების გასაშვებად და ისინი იძულებული იქნებიან, გამოიყენონ „მხოლოდ სახმელეთო კომპლექსები და შორეული ავიაციიდან და ზღვიდან გაშვებული რაკეტები ოდესის წინააღმდეგ იერიშებისას,“ ამბობს ბუდანოვი.

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილს მათ პირველად მოახერხეს რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენის, Ту-22МЗ-ის ჩამოგდება. ის ატარებს ფრთოსან რაკეტებს Х-22-ს, რომლებითაც პარასკევს მორიგი მასირებული იერიშისას დარტყმები მიაყენა უკრაინის ქალაქებს.


მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ სტავროპოლის მხარეში, დაუსახლებელ რაიონში, ჩამოვარდა Ту-22МЗ ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპაჟის სამი წევრი ევაკუირებული იყო, ერთის ძებნა კი გრძელდებოდა.

„რია ნოვოსტი“ ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთი პილოტი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

მედია ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს.