ახალგაზრდებმა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გამორიცხული არ არის, მათთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს. ადმინისტრაციასთან შეკრებილები სკანდირებენ: "წინ ევროპისკენ", "არა რუსულ კანონს", "საქართველო."
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
ამ წუთისთვის ათონელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.