აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან სანაპიროს გავლით მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან „არა რუსულ კანონს“, „საქართველო“ სკანდირებენ.
მთავრობის ადმისტრაციასთან შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.