საგარეჯოს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

22 აპრილს, საღამოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სულ მცირე სამი სოფელი - კაკაბეთი, მანავი და დიდი ჩაილური დაისეტყვა. შესაბამის ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას მოსახლეობა სოციალურ ქსელ ავრცელებს.


ადგილობრივების ინფორმაციით, დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები, თუმცა მათ ჯერ არ იციან, რამდენად დიდია ზარალი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სეტყვისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის, კახეთის ზოგ მუნიციპალიტეტში წვიმიანი ამინდია.