კრამონი: რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურ, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას

„ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და განაცხადა, რომ ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ. მეორე, თუკი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს სანქციები მოჰყვება, ივანიშვილს უნდა ჰქონდეს ოფშორებიდან საკუთარი აქტივებისა და ფულის დაბრუნების ინსტრუმენტი - ამას ითვალისწინებს კიდევ ერთი კანონი, რომელსაც კენჭი გასულ კვირას უყარეს.


რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოთ, რომ ეს სანქციები მიმართული იყოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურთ, საქართველო სხვაგვარად გარდაქმნან და რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნან და ააშენონ - ეს მიუღებელია.


„ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაგვასულელოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბერლინში მისი ვიზიტის დროს ვერ აიტანა კრიტიკა კანცლერისგან და თარჯიმანი ტექსტის არასწორად თარგმნაში დაადანაშაულა. მინდა ვთქვა, ჩვენ ვართ პროფესიონალები, ვიცით რა ხდება, ვაკვირდებით ძალიან, ძალიან ყურადღებით, რა ხდება საქართველოში და „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხისტად შეეცდებიან ამას. ჩვენ ვართ ერთიანი და მხარს დავუჭერთ საქართველოს, განაგრძოს გზა ევროპულ გზაზე,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.