„ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება“ - ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, მადლობა გადაუხადა სენატორებს, უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს მიჩ მაკკონელს, ყველა ამერიკელა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.

„ეს კენჭისყრა აძლიერებს ამერიკის როლს, როგორც დემოკრატიის შუქურის და თავისუფალი სამყაროს ლიდერის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ მადლიერია ყველა ამერიკელის, ვინც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და აცნობიერებს, რომ "ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკას."


„შორი მოქმედების იარაღი, არტილერია და საჰაერო თავდაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი იარაღია სამართლიანი სამყაროს სწრაფი აღდგენისთვის," - განაცხადა ზელენკსიმ.

პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ კი, ახლა მას ხელი ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.