საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, აშშ-მ საქართველოს $13 მილიონის მოცულობის რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადასცა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულის შესახებ ელჩმა დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ჩვენს პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.