ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა

ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ტრანში გადასცა. შესაბამის ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.


„დღეს, ჩვენ Ukraine Facility-ის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს უკრაინის სახელმწიფოსა და სერვისების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ იგი აგრესორს ებრძვის,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.


შეგახსენებთ, უკრაინამ მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში, 4,5 მილიარდი ევროს ოდენობით, მიმდინარე წლის მარტში უკვე მიიღო.