ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, სომხეთი აგრძელებს რუსეთისგან დისტანცირების მცდელობებს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელთა საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში, 24 და 25 აპრილს გაიმართება.
ანალიტიკოსების აზრით, გრიგორიანის უარი რუსეთის ხელმძღვანელობით მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სავარაუდოდ, სომხეთის მცდელობის ნაწილია, დააშოროს სომხეთი რუსეთთან პოლიტიკურ და უსაფრთხოების ურთიერთობებს CSTO-ში მისი მონაწილეობის გაყინვით და მრავალმხრივ პოლიტიკურ და უსაფრთხოების ჩართულობებში მონაწილეობაზე უარის გზით.
„კრემლი ცალსახად დაემუქრა სომხეთს, თუ ის არ განაახლებს აქტიურ ჩართულობას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) და არ განაახლებს კრემლთან თანხვედრას. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში, 24 და 25 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაში.
გრიგორიანის უარი რუსეთის ხელმძღვანელობით მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სავარაუდოდ, სომხეთის მცდელობის ნაწილია, დისტანცირება მოახდინოს რუსეთისგან, CSTO-ში პოლიტიკური და უსაფრთხოების ურთიერთობებისგან - მისი მონაწილეობის გაყინვით და მრავალმხრივ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში მონაწილეობაზე უარის გზით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 აპრილს გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს რუსეთის ინტერესების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - მან განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის სტრატეგიულად დამარცხებას ”სხვა ნაწილების” დესტაბილიზაციის გზით - პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.
ლავროვმა დაადანაშაულა დასავლეთი რუსეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ურთიერთობების შელახვისა და განადგურების სავარაუდო მცდელობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. ლავროვი, სავარაუდოდ, ცდილობს, წარმოაჩინოს სომხეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ, დასავლეთის მიზანმიმართულ მტრულ ძალისხმევად რუსეთის წინააღმდეგ, რათა შექმნას საინფორმაციო პირობები - გაამართლოს რუსეთის ნებისმიერი პოტენციური მცდელობა, აიძულოს სომხეთი, განაახლოს თავისი პრორუსული განწყობა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ცალსახად დაემუქრა სომხეთს იმით, რომ დასავლეთი ცდილობს, „ჩაითრიოს სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში“ რუსეთსა და დასავლეთს შორის და გამოვიდ გაფრთხილებით, რომ სომხეთი შეიძლება „არასწორ გზაზე წავიდეს“ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრის შემდეგ,“ წერს ISW.