ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ბუნებრივი აირის სფეროშუ თანამშრომლობას ორმხრივად მომგებიანი უწოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოტენციალი უკვე ცნობილია და ჩვენ უკვე ვიცით, რომელ სფეროებში შეგვიძლია ერთად მუშაობა. თქვენ ახსენეთ ელექტროენერგიის სფერო და სწორად განსაზღვრეთ სამი ქვეყნის პოტენციალი. დიახ, მართალია. მაგრამ თუ აქვე დავამატებთ ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, დავინახავთ, რომ ეს ასევე ორმხრივად მომგებიანია,“ - აღნიშნა ალიევმა.