უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის ხაზებზე ვითარების სტაბილიზაციას უახლოეს თვეებში რუსეთის შეტევის ფონზე შეძლებენ. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
„უკრაინამ შესაძლოა, ასევე დაიწყოს შეზღუდული კონტრშეტევითი ოპერაციები 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში,“ - ნათქვამია მოხსენებაში.
ISW ანალიტიკოსების აზრით, რუსული ძალები კვლავ განიცდიან ფართო ტაქტიკურ წარუმატებლობას და უკრაინული ძალები კვლავ შეძლებენ ამ წარუმატებლობის გამოყენებას.
„უკრაინა შეძლებს, გაანეიტრალოს ბევრი მატერიალური შეზღუდვა, რომელსაც ამჟამად აწყდება და დგამს ზომებს, რათა შეამსუბუქოს თავისი ცოცხალი ძალის გამოწვევები უახლოეს თვეებში, მაგრამ რუსეთი გააგრძელებს საკუთარი უპირატესობების მიღწევას უკრაინის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად," - ნათქვამია მოხსენებაში.
ISW-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კარგად უზრუნველყოფილი უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, შეძლებენ აღკვეთონ ოპერატიულად მნიშვნელოვანი რუსული წინსვლა რუსეთის მოსალოდნელი ზაფხულის თავდასხმის დროს.
„რუსული ძალები მაინც გამოიყენებენ შერჩეულ უპირატესობებსა და ადაპტაციებს, რათა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან უკრაინას ამ ზაფხულს,” - წერს ISW.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.