გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი 28 აპრილს, თბილისში, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციას დაესწრო. მის განცხადებას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში ავრცელებს.
„ქართულ ოცნებაზე“ ჯერ კიდევ მოუხდენია შთაბეჭდილება გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და მათი მხრიდან დათმობის არანაირი ნიშანი არ ჩანს. ეს კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.
მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულად არის მოწყვეტილი საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს კანონის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.
ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მამაცურად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალით თავს მოხვეულ კანონს, ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას იმსახურებს. გუშინ შევძელი, რომ მშვიდობიანი აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს.“