პრეზიდენტი მმართველი პარტიის მიერ მოწყობილ „საყოველთაო შეკრებას“ „პუტინის სტილის“ აქციად აფასებს


  • „გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მისასალმებლად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.