ისლანდიის პარლამენტმა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ისლანდიის პარლამენტმა (Althing) უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის (2024-2028 წლებში) შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერა არის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისლანდიისა და ევროპის წინაშე. საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას, რომელზეც ჩვენი უსაფრთხოება და ცხოვრების დონეა დაფუძნებული, საფრთხე ემუქრება,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის გილფადოტირმა.

რეზოლუცია მიზნად ისახავს უკრაინაში დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, საზღვრების, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული დახმარებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მხარდაჭერას.