ამერიკის საელჩო: ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით, გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს

აშშ-ის საელჩო საქართველოს, თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს და გენერალ კვინიტაძის სიტყვებს ციტირებს: „ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს."


„ამ დღეს მივესალმებით მათ თავდადებასა და პროფესიონალიზმს, ვინც ქვეყნის სამსახურში ყოფნა აირჩია. ასევე, ვფიქრდებით ჩვენს ღირებულ პარტნიორობაზე, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში გაძლიერდა და გაიზარდა. ჩვენი ათასობით ჯარისკაცი გაიწვრთნა და განვითარდა ერთად, ერთობლივი გამოცდილებით. ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით,“ წერს დიპლომატიური წარმომადგენლობა.