პრეზიდენტი შს მინისტს მიმართავს, „დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა.“
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.
მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა. სირცხვილია, შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია, საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“ აცხადებს პრეზიდენტი.