ხერტ იან კოოპმანმა განმარტა, რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს შორის

ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შორის.


„ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მხარეს ვდგავართ. კანონი საზოგადოებაში არსებული კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს და მათ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე აქტორებად არ განსაზღვრავს, როდესაც ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.