სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს

თეთრმა სახლმა გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა „მსუსხავი ეფექტი“ შეიძლება, ჰქონდეს შემოთავაზებულ კანონმდებლობას ქართველების უნარსა და სურვილზე, გამოხატონ საკუთარი აზრი. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით,“ აღნიშნა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.


დღეს კომენტარი გააკეთა ბლინკენის მრჩეველმა დერეკ შოლემ.

უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა.

საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება.